понедельник, 28 апреля 2014 г.

ღერძული სიმეტრია, პარალელური გადატანა-გაკვეთილის გეგმა

       
პროექტ-გაკვეთილის თემა
ღერძული სიმეტრია, პარალელური გადატანა მათემატიკასა და ხელოვნებაში

სწავლების საფეხური, კლასი
საბაზო, VII კლასი

ინტეგრირებული საგნები
მაწავლებლების სახელი, გვარი
საგნები
მასწავლებლის სახელი, გვარი


მათემატიკა
თამარ ბუაჩიძე
ხელოვნება
ლალი ყეინაშვილი
ისტორია
ზურაბ ლეჟავა


მოსწავლეთა პროფილი
30

განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
არ არის

გაკვეთილის მიზნები
( საგნების მიხედვით)
მათემატიკა: მოსწავლეს განვუმტკიცოთ განვლილი მასალის ცოდნა. შეძლოს ცენტრული და ღერძული სიმეტრიების განსაზღვრა/ დახასიათება/ერთმანეთისგან განსხვავება,ეომეტრიული გარდაქმნების (ღერძული და ცენტრული სიმეტრიები) სიბრტყეზე შესრულება. კოორდინატების გამოყენება გეომეტრიული გარდაქმნების (ღერძული და ცენტრული სიმეტრიები) შესრულებისა და გამოსახვისათვის.
ხელოვნება: მოსწავლე გაეცნოს ქართულ არქიტექტურაში; მხატვრობაში გამოყენებულ ხელოვნების ნიმუშებს. გამოუმუშავდეთ ხელოვნების ნიმუშის კვლევის უნარ-ჩვევა.
ისტორია: მოსწავლე მოძიებული მასალის საშუალებით გაეცნობა/შეადარებს არქიტექტურის, მხატვრობის უმთავრეს ნიმუშებს.
(სამება, სიონი, ქაშვეთი, თსუ და სხვა)  

..: მოსწავლემ შეძლოს მოძიება, მომზადება, პრეზენტაცია ისტ ის საშუალებით

შედეგები
მოსწავლეები მოიძიებენ მასალას სამება, ქაშვეთი, სიონი, თსუ-ს შესახებ. ადგილზე გაეცნობიან/შეადარებენ ერთმანეთს არქიტექტურის, მხატვრობის უმთავრეს ნიმუშებს, გაეცნობიან: ღერძული სიმეტრიის და პარალელური გადატანის გამოყენებას არქიტექტურასა და მხატვრობაში და სხვა სფეროში.
გამოიტანენ დასკვნას ამ სიმეტრიების კომპოზიციით მიღებულ შედეგებზე(ორჯერ ღერძული სიმეტრია არის პარალელური გადატანა).

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
მათ. VII . 11. ახდენს გეომეტრიულ გარდაქმნებს და იყენებს მათ გეომეტრიული თვისებების დასადგენად.
გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს. უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს. ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას; იყენებს სიმეტრიის თვისებებს სიმეტრიის სახის დასადგენად.
მათ. VII . 12. იყენებს კოორდინატების მეთოდს ორიენტაციისათვის
ასახელებს საკოორდინატო ღერძების მიმართ მოცემული წერტილის ღერძულად სიმეტრიული , პარალელური გადატანით მიღებული წერტილის კოორდინატებს.
ს. გVII . 11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს; ასახელებს სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
ს. გ.  VII . 13. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს
მსჯელობს მატერიალური კულტურის ძეგლებზე, რომლებიც უნახავს. 
ისტ. VII . 10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე
სახელმძღვანელოში არსებული და დამატებითი მოძიებული მასალის საშუალებით ადარებს არქიტექტურის, მხატვრობის უმთავრეს ნიმუშებს.
ისტ. VII.2 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე
..: კომუნიკაცია ტექნოლოგიური საშუალებებით
იყენებს განსხვავებულ ფორმატს მის მიერ შეჯამებული ინფორმაციის გადმოსაცემად
..: კვლევის ტექნოლოგიური საშუალებები
იყენებს ისტ ის საშუალებებს ( მაგ. საძიებო სისტემა ) ინფორმაციის მიღების, მოპოვების, გაცვლის მიზნით; მათი შემდგომი შეფასების და ანალიზისთვის;
ამზადებს ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში

რესურსები
თბილისის სქემატური რუკა,სიმეტრიული და ასიმეტრიული ფიგურების(შენობების, ჩუქურთმების, ორნამენტების, ნახატები) სურათები; შესავსები სქემა-ფორმატზე.
ოთხი ჯგუფის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა(სლაიდ-შოუ)
სახელმძღვანელო , ფურცლები, მარკერები;
კომპიუტერი , პროექტორი. პროგრამა geogebra

აუცილებელი წინა ცოდნა
კომპიუტერული პროგრამები: geogebra, PowerPoint, საკოორდინატო ღერძებზე წერტილის აგება. აგებული წერტილის კოორდინატების დასახელება. პარალელური გადატანა, ღერძული სიმეტრია. ჯგუფების მიერ მოძიებული /დამუშავებული მასალა აღნიშნულ თემაზე.

გაკვეთილის სტრუქტურული ერთეულები
A ფაზა მოლოდინის განსაზღვრა / გამოწვევა
აქტივობამისალმება / ორგანიზება / 2 წთ /
აქტივობა II მიზნების და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა / 2 წთ /
აქტივობა III
ა)კითხვების დასმა პარალელური გადატანის და ღერძული სიმეტრიის შესახებ. ბ)მოახდინონ ამავე გარდაქმნების კლასიფიკაცია ეკრანზე მოცემული სურათების მიხედვით. (შეადგინონ ასოციაციური რუკა-დაფაზე)     / 6 წთ /
თბილისის რუკაზე აჩვენონ მარშრუტი იმ არქიტექტურის შედევრებისა, რაც მოინახულეს.                                                              
B ფაზა ცოდნის კონსტრუირება /
შინაარსის რეალიზება
აქტივობა IV  მასწავლებლის მიერ ჯგუფების წარდგენა. მათ მიერ შესასრულებელი დავალების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.  
/ 2 წთ /
(შენიშვნა: კლასი დაყოფილია ოთხ ჯგუფად, ისე, რომ ყოველ ჯგუფში აზროვნების თანაბარი დონეა.   
აქტივობა V
1 ჯგუფის პრეზენტაცია
(თემა-პარალელური გადატანა)  / 4 წთ /
2 ჯგუფის პრეზენტაცია
(თემა-ღერძული სიმეტრია)      / 4 წთ /
3 გჯუფი
(თემა-სიმეტრია არქიტექტურაში)  / 4 წთ /
4 ჯგუფი
(სიმეტრია მხატვრობაში)      / 4 წთ /
შენიშვნა : ყოველი პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. ისტორიის, ხელოვნების და მათემატიკის მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვავენ სლაიდებზე დატანილი ინფორმაციის შესაბამის კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას ამა,თუ იმ საკითხის შესახებ უფრო სრულოფილად გადმოსცემენ.
აქტივობა VI
პროგრამა გეოგებრაში ღერძული სიმეტრიის და პარალელური გადატანის პრეზენტაცია მოსწავლის მიერ.
                                                                             / 2 წთ. /
აქტივობაVII
ბავშვებს წყვილებში შესასრულებლად მიეცემათ ორი განსხვავებული ტიპის ამოცანა სახელმძღვანელოდან. (ორ ჯგუფს ერთნაირი ამოცანა)
ორ ბავშვს იგივე ამოცანა მიეცემათ პროგრამა გეოგებრაში შესასრულებლად.

ამოცანების ამოხსნის განხილვა/დაფაზე წინასწარ გამზადებული ცხრილის შევსება ამოცანების პასუხების მიხედვით.
„ გეოგებრაში“ აგებული ნახაზების მიხედვით ამოხსნის სისწორის შემოწმება.
მოსწავლეები გააკეთებენ ცხრილის ანალიზს და ორივე ამოცანის შედეგების საფუძველზე გამოიტანენ სავარაუდო დასკვნას.(რომ ორჯერ ღერძული სიმეტრია პარალელური წრფწწბის მიმართ, არის პარალელური გადატანა; და აგრეთვე კომპოზიცია ღერძული სიმეტრიისა ა) ჯერ X და მერე Y ღერძის მიმართ; ბ)ჯერ Y და მერე X ღერძის მიმართ-არის ერთი და იგივე.         / 5 წუთი /
C ფაზა გამთლიანება / რეფლექსია
აქტივობა VIII
შევახსენებ მიმდინარე გაკვეთილზე განხილულ თემას. მოსწავლეები უპასუხებენ ღია ტიპის კითხვებს ხელოვნებას და მათემატიკას შორის კავშირის შესახებ. დაასახელებენ თარიღებს პროექტორით ნაჩვენები არქიტექტურის ნიმუშების მიხედვით და იგივე დავალებას სქემატურად გამოსახავენ წინასწარ გამზადებულ ფურცლებზე. დაასახელებენ ბუნებაში და ყოფით ცხოვრებაში სიმეტრიის მაგალითებს. დაადგენენ გეომეტრიული გარდაქმნის სახეს ლექსში: „ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის“
„აი რა მზის სიზმარია აირევი ივერია“ /4 წუთი/
ვაჩვენებ ვიდეოს სიმეტრიის შესახებ   / 4 წუთი /
აქტივობა X
შეფასება            / 2 წუთი /

შეფასება
მოსწავლეთა შეფასებისათვის ვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.