пятница, 8 июня 2012 г.

სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნა

გაკვეთილის თემა - სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნა სწავლების საფეხური, კლასი დაწყებითი, V ინტეგრირებული საგნები მათემატიკა ინგლისური მაწავლებლების სახელი, გვარი თამარ ბუაჩიძე ეთერ დემეტრაძე მოსწავლეთა პროფილი 31 განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა გაკვეთილის მიზნები და შედეგები ( საგნების მიხედვით) მათემატიკა – მოსწავლემ შეძლოს: სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნა (მათ შორის ცხრილის გამოყენება ლოგიკური ამოცანის ამოსახსნელად), შემდგომში ყოფით ცხოვრებაში მათი გამოყენება. ინგლისური –მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ სამეტყველო ფუნქციები, გაეცნობიან მათემატიკურ ტერმინოლოგიებს. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები მათემატიკა: მათ.5. 3. მოსწავლეს შეუძლიათ ნატურალურ რიცხვებზე, წილადებზე მოქმედებების შესრულება მათ.5.6. მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება ამოცანის ამოხსნისას მათ.5.7. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის აღწერა, გამოსახვა. მათ. 5. 13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი ინგლისური: 1.1.ინფორმაციის გაცვლა 1.12. ინტერაქცია კლასში რესურსები დაფა, ცარცი, თაბახის ფურცელი, მარკერი, ამოცანები, კომპიუტერი, პროექტორი აუცილებელი წინა ცოდნა ნატურალური და წილადი რიცხვები, წრეწირების ურთიერთმდებარეობა, კუთხის სახეები. ცვლადის შემოტანა ამოცანის ამოხსნისას. ინგლისური ენის ფლობა გარკვეულ დონეზე გაკვეთილის სტრუქტურული ერთეულები A ფაზა – მოლოდინის განსაზღვრა / გამოწვევა აქტივობა I –მისალმება, ორგანიზება / 2 წთ / აქტივობა II– მიზნების და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა / 2 წთ / აქტივობა III– გონებრივი იერიში კითხვები განვლილი მასალიდან / 4 წთ / B ფაზა –ცოდნის კონსტრუირება / შინაარსის რეალიზება შენიშვნა: კლასს ვყოფ ხუთ ჯგუფად, ისე, რომ ყოველ ჯგუფში აზროვნების თანაბარი დონე იყოს და ვაძლევ ჯგუფში მუშაობის შესახებ შესაბამის ინსტრუქციას. / 2 წთ. / აქტივობა V ამოცანა 1 ( ჯგუფური ) ჯგუფებს ურიგდებათ სხვადასხვა ტიპის ამოცანა ინგლისურ ენაზე, ჩამოაყალიბებენ პირობას და კითხვას ინგლისურად, ქართულად. პრეზენტაცია /სულ 15 წთ / აქტივობა VI მოსწავლეებს ვაცნობ ლოგიკური ტიპის ამოცანის ამოხსნის ხერხს ცხრილის გამოყენებით. /4 წთ / აქტივობა VII განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს ვაძლევ ლოგიკური ტიპის ამოცანას. პრეზენტაცია / 5 წთ / C ფაზა– გამთლიანება / რეფლექსია აქტივობა VIII– შეჯამება/კითხვები საუბარი განხილული ამოცანების ყოფით ცხოვრებაში გამოყენებაზე. / 4 წთ / აქტივობა IX საშინაო დავალება: სახელმძღვანელო–ვეფხვაძე, გოგიშვილი #1–2–3–4 გვ.125 (2 ნაწილი) შეფასება მოსწავლეთა შეფასებისთვის ვიყენებ გაკვეთილზე ჩართულობის განმსაზღვრელ შეფასების სქემას. / 2 წთ /