მას შემდეგ, რაც 7
კლასის მოსწავლეებს ავუხსენი ღერძული სიმეტრია და პარალელური გადატანა
მათემატიკაში,ისტორიის და ხელოვნების მასწავლებლებთან ერთად (მოსწავლეების აქტიური
ჩართულობით ), დავგეგმეთ ინტეგეგრირებული ჯგუფური პროექტგაკვეთილი: მოსწავლეები გამოიკვლევენ
რამდენიმე ქართული ხელოვნების ნიმუშს/ობიექტს (სამება,სიონი, ქაშვეთი, თსუ-ს
1 კორპუსი). ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით ჯგუფების მიხედვით მოამზადებენ
ინფორმაციას აღნიშნულ ობიექტებზე, მოეწყობა ექსკურსია, შეითავსებენ გიდის როლს,
ამოიცნობენ აღნიშნულ და სხვა ობიექტებზე ამ გარდამნებს;
შეაგროვებენ ინფორმაციას გეომეტრიული გარდაქმნების შესახებ, აღწერენ ამ
გარდაქმნებს მათემატიკას, ხელოვნებასა და სხვა სფეროში. მოამზადებენ/გააკეთებენ
პრეზენტაციას.
ამ დავალებით ხელს შევუწყობთ მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის გამომუშავებას. გამოიყენებენ
თეორიულ ცოდნას; მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ შეძენილი ცოდნა/გამოცდილება
შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა სიტუაციაში; დავეხმარებით მოსწავლეებს ნასწავლი საკითხი დაუკავშირონ მსგავს
თემებს სხვადასხვა სფეროში.
პროექტ-გაკვეთილის სახელწოდება: ღერძული სიმეტრია, პარალელური გადატანა მათემატიკასა და ხელოვნებაში
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან გეომეტრიული გარდაქმნების
სხვადასხვა გამოყენებას. გააცნობიერებენ მის მნიშვნელობას/გამოყენებას ყოფით ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გააცნობიერებენ მათემატიკის,
როგორც მეცნიერების მნიშვნელოვან როლს პრაქტიკულ ცხოვრებაში. ხელს შევუწყობთ მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის
გამომუშავებას. გამოიყენებენ თეორიულ ცოდნას; მოსწავლეები გააცნობიერებენ,
რომ შეძენილი ცოდნა/გამოცდილება შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა
სიტუაციაში.
პროექტის მიზნები:მათემატიკა: მოსწავლეს განვუმტკიცოთ განვლილი მასალის ცოდნა. შეძლოს ცენტრული და ღერძული სიმეტრიების განსაზღვრა/ დახასიათება/ერთმანეთისგან განსხვავება, გეომეტრიული გარდაქმნების (ღერძული და ცენტრული სიმეტრიები) სიბრტყეზე შესრულება. კოორდინატების გამოყენება გეომეტრიული გარდაქმნების (ღერძული და ცენტრული სიმეტრიები) შესრულებისა და გამოსახვისათვის.
ხელოვნება: მოსწავლე გაეცნოს ქართულ არქიტექტურაში; მხატვრობაში გამოყენებულ ხელოვნების ნიმუშებს. გამოუმუშავდეთ ხელოვნების ნიმუშის კვლევის უნარ-ჩვევა.
ისტორია: მოსწავლე მოძიებული მასალის საშუალებით გაეცნობა/შეადარებს
არქიტექტურის, მხატვრობის უმთავრეს ნიმუშებს. (სამება, სიონი, ქაშვეთი, თსუ და სხვა)
ი.ს.ტ: მოსწავლემ
შეძლოს მოძიება, მომზადება, პრეზენტაცია ისტ-
ის საშუალებით
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
ვადები/ხანგრძლოვობა: 10 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიდძლება
შეიქმნას: სხვადასხვა პრეზენტაციის
ფაილები, ანგარიში, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალა. შეიქმნება
ბლოგი,სადაც განთავსდება მოძიებული ინფორმაცია
პროექტისთვის საჭირო რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროგრამა- geogebra , პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: მას შემდეგ, რაც 7 კლასის მოსწავლეებს ავუხსენი
ღერძული სიმეტრია და პარალელური გადატანა მათემატიკაში, ისტორიის და ხელოვნების
მასწავლებლებთან ერთად (მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ), დავგეგმეთ ინტეგეგრირებული
ჯგუფური პროექტ-გაკვეთილი. საპროექტო
თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნა პროექტის გეგმა და მისი განხორციელების
ეტაპები. მოსწავლეები გამოიკვლევენ რამდენიმე ქართული ხელოვნების
ნიმუშს/ობიექტს (სამება,სიონი, ქაშვეთი, თსუ-ს 1 კორპუსი). ისტორიის მასწავლებლის
ხელმძღვანელობით ჯგუფების მიხედვით მოამზადებენ ინფორმაციას აღნიშნულ ობიექტებზე,
მოეწყობა ექსკურსია, შეითავსებენ გიდის როლს, ამოიცნობენ ობიექტებზე ამ
გარდამნების გამოყენებას; შეაგროვებენ ინფორმაციას გეომეტრიული
გარდაქმნების შესახებ, აღწერენ ამ გარდაქმნებს მათემატიკას, ხელოვნებასა და სხვა
სფეროში. შეისწავლიან მათემატიკურ ელ. პროგრამა- geogebra-ში ამ გარდაქმნების შესრულებას.
მოამზადებენ/გააკეთებენ პრეზენტაციას.
მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის
მასწავლებლების და მოსწავლეებისთვის. პრექტის დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ
თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, მათემატიკა, ხელონება, ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ბუაჩიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamunatam7@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий